მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებიან “ქართული ოცნების’” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე, ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ბიძინა გუჯაბიძე, ნოდარ დუბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი, ლევან იზორია, ნუკრი ქანთარია, ვეტერანი ფეხბურთელები თემურ ჩხაიძე და დავით უგრელიძე, პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი.
“ქართული ოცნების” ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა მოსახლეობის ადგილზე მიყვანის ორგანიზება, თუ სხვა მიზეზების გამო, შეხვედრას მცირე რაოდენობის ხალხი ესწრებოდა,
გამომსვლელებმა იმედი გამოთქვეს, რომ ლანჩხუთელებს არ უღალატებთ პოლიტი-კური ალღო და 17-ში ოზურგეთში გასამართ აქციას მოსახლეობის დიდი რაოდენო-ბა დაესწრება.
აქციის მსვლელობისას პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი საკრებულოს წევრის მერაბ წილოსანის თაოსნობით ახალგაზრდების მცირე ჯგუფი იყო შეკრებილი. მათ შორის იყვნენ ლანჩხუთის გამგებლის გიორგი გოგუაძის ვაჟი დავით გოგუაძე და საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან. შეკითხვაზე, თქვენც აქციას ესწრებითო, გვიპასუხეს, დიდ მონიტორზე ფეხბურთს უნდა ვუყუროთო.
პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულისა და პოლიციის თანამშრომლები მანქანებიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს.
“ქართული ოცნების” აქცია ბოლომდე არ იყო დაშლილი, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარკში დიდ მონიტორთან კონცერტი გამართა.