თურქეთი სირიაში ტანკებს გზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თურქეთის სატანკო შენაერთები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ საჰაერო კოალიციასთან ერთად დაბომბვებს განახორციელებენ.
როგორც ცნობილია, თურქეთმა, მას შემდეგ რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქორწილში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, პირობა დადო, რომ მის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს გაანადგურებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სირიის ქურთული დემოკრატიული კავშირის პარტია წერს რომ თურქეთი ჭაობში შევიდა და დამარცხების წინაშე დგას.