"რესპუბლიკური პარტი"ა მეტი ქალი პოლიტიკაში _ იდეის გარშემო ერთიანდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, 9 მაჟორიტარ ოლქში ამდენივე ქალი პოლიტიკოსი კანდიდატებად წარადგინა. ბათუმის 69-ე ოლქი ხათუნა სამნიძე; ლელა ებრალიძე – 61-ე ოლქი ფოთი; ნინო გოგუაძე 59-ე ოლქი ოზურგეთი; ნატო ქათამაძე 48-ე ოლქი ქუთაისი; თინა ხიდაშელი 54-ე ოლქი ზესტაფონი; ირინა გელაშვილი 43-ე ოლქი ხაშური; ლია როინიშვილი 38-ე ოლქი დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი მეოთხე ოლქი საბურთალო, თამარ კორძაია პირველი ოლქი მთაწმინდა.
დასახელებული კანდიდატებიდან ირკვევა, რომ ოზურგეთის 59-ე ოლქში დეპუტატობის კანდიდატი, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და “რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო გოგუაძე იქნება.
“ალბათ, იცით, რომ ჩვენი სლოგანია _ გავთავისუფლდეთ, მოძველებული აზროვნებისგან, სტერეოტიპებისგან. ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, რაც არასწორია. ჩვენი ლოზუნგია, რომ ბევრი ქალი პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, მეტ სიმტკიცეს, მეტ სოლიდარობას, მეტ მშვიდობას, მრავალფეროვნებას და კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის. მეტი რესპუბლიკელი ქალი პოლიტიკაში. აპოლონის მდგომარეობაში ვარ, 9 მუზა წარმოვადგინე დღეს", _ თქვა ლევან ბერძენიშვილმა კანდიდატების წარდგენისას.