ოკუპირებული ცხინვალი დღეს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 3 დღით ჩაკეტავს. როგორც ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 20:00-დან აიკრძალება.
მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოდან, დილის 7:00-დან გაიხსნება.