„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძემ „გურია ნიუსის“ კითხვაზე _ ესაუბრება თუ არა ის ამომრჩეველს პარლამენტარის ფუნქციასა და მოვალეობებზე, ასე გვიპასუხა:
„ჩემის აზრით, ამომრჩევლის ინფორმირება იმაზე, რომ პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებში იყვნენ კარგად გარკვეული, არის მნიშვნელოვანი. თუმცა, მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებას ქვეყანაში აღებული აქვს და მე ვხედავ ჩემს თავს ამ საერთო პასუხისმგებლობაში. რა თქმა უნდა, კარგად მესმის პარლამენტარის ფუნქციები რა არის და დამიჯერეთ, მისი გახორციელების პრობლემა არ მექნება“, _ გვითხრა თალაკვაძემ.