“ქართუს“ პრესსამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში "მუსიკოსთა პარკში" სკულპტურები დააზიანეს.
“დაზიანებული სკულპტურები შეკეთდება და კამერები დაემატება. ვინც მოინდომებს პარკის დაზიანებას, ვიდეოჩანაწერებს გამოვაქვეყნებ და მთელ ქვეყანაში გამოვაჭენებთ“, _ წერს გიორგი უძილაური.
უძილაურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი.
“გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომენტარებს ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ.