შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თბილისის მერის მიერ სამოქალაქო აქტივისტის მისამართით გაკეთებული კომენტარი მისთვის მიუღებელია:
_ პირდაპირ გეტყვით, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდბეულება. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, ამასთან დაკავშირებით, ბატონი მერი, ალბათ, გააკეთებს კომენტრს.
რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი სამოქალაქო აქტივისტის მიმართულებით რაიმე შეურაცხმყოფელი ფრაზების და მიმართვების გამოყენება.
თუმცა, რა მოხდა ზუსტად იმ შეხვედრაზე კარგად არ ჩანს გამოქვეყნებული ვიდეოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის მიუღებელია მსგავსი მიმართვა, მაგრამ რა მოხდა იქ, ზუსტად არავინ იცის, _ აღნიშნა თალაკვაძემ.