ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით წლეულს 100%-იანი გრანტის აღება ვერცერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო, თუმცა წარმატებული კურსდამთავრებულები ბევრნი არიან.
70 პროცენტიანი გრანტები აიღეს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა კიკვაძემ, შუამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელისაბედ სიხარულიძემ, ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თაზო თავაძემ და სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი რამიშვილმა.
50%-იანი გრანტების მფლობელები არიან პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: სალომე ბერიშვილი, ხატია პაიჭაძე, ნინო სურმანიძე, ანა უჯმაჯურიძე, დათო დიდია და ეკა კორიფაძე.
სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები: რაფაელ კალანდაძე, თაკო ჩხარტიშვილი, ნანა კალანდაძე, ბექა გიორგაძე და ლაშა კალანდაძე.
50%-იანი დაფინანსება მიიღო ასევე ბუკნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ხატია ვაშაყმაძემ.
ამ მონაცემებით, შარშანდელის მსგავსად, წარმატებული კურსდამთავრებულების რაოდენობით პირველი საჯარო სკოლა ლიდერობს.
შორენა სიხარულიძის თქმით, წელს, უფასო ფაკულტეტზე მოხვედრილი კურსდამთავრებულების რაოდენობაც გაზრდილია.