იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 267-მდე გაიზარდა, ხოლო 400 დაშავებულია.
მაუწყებლის ინფორმაციით, იტალიაში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება, რაც 5 000-მდე მაშველს მუშაობაში ხელს უშლის.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა მატეო რენზიმ მოსახლეობას გადასახადები გაუუქმა და ახალი ინიციატივა „იტალიის სახლი“ დააანონსა, რისი მიზანიც უხარისხო მშენებლობებით გამოწვეული სახლების კრიტიკის დაძლევაა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ აბსურდულია ფიქრი, რომ იტალიას შეუძლია მიწისძვრის გამძლე სახლები ააშენოს.
როგორც ცნობილია, იტალიაში ოთხშაბათს 6,2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც რომიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
ამავე თემაზე:
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა
იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს