მათთვის, ვინც კომპიუტერის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, ჰოლანდიური კომპანიის „Nieuwe Heren“–ის დიზაინერებმა მრავალფუნქციური ჯინსი შექმნეს _ მასში კლავიატურაა ჩაკერებული და მაუსიც მოყვება.
შარვალი უსადენო ტექნოლოგიით უერთდება კომპიუტერს და მფლობელს გადაადგილების საშუალებას მაშინაც კი აძლევს, როცა იგი ტექსტს კრეფს.
ამ ინოვაციურ სამოსს „Beaty and the Geek“ დაარქვეს.
იგი მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება და 400 დოლარი ეღირება.