საკრებულოს სხდომიდან გამოსული ცოტნე გამსახურდია სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარს აკეთებს. გამსახურდიას თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი სიცრუეს ავრცელებს, როცა ამბობს, რომ ის სხდომიდან გამოაძევეს.
ახლა საკრებულოდან მოვდივარ. არავის გავუძევებივარ, ტყუილს ნუ ავრცელებთ ზოგი ჟურნალისტი! დავუპირისპირდი დავით ნარმანიას სიცრუეს და უტიფრობას ტრიბუნიდან და იყო მცირე ინციდენტი დაცვასთან, იქვე არაერთმა ტელეკომპანიამ ჩაწერა კომენტარი.
სხვათა შორის, საკრებულოს დაცვა მაქსიმალურად კორექტულად იქცეოდა. სიტყვით გამოსვლა მოვითხოვე, მაგრამ ვინაიდან სხდომა დიდხანს გაგრძელდა, ჯერ სიტყვა არ მომცეს და აღარც ფიზიკურად შემეძლო ამდენ ხანს ფეხზე დგომა, ახლა წამოვედი. თან ტელეეთერში მეჩქარება. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებამდე სიმართლე მივიტანო, _ ამბობს გამსახურდია.