“ამ დღეებში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ჩვენთანაც იყვნენ ამოსულები და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებზე, სადაც სამეზობლო მივიყვანე, ჩუმჩუმად გვითვალთვალებდნენ. მეორე დღეს კი კობა ხაბალაშვილმა გვითხრა, _ თუ გინდათ ლაითურში რამე გაკეთდეს, ფეხი არ ვნახო თქვენი აქციაზეო. ეს არის საშინელი ადამიანი, რომელიც დაერია ხალხს. ყველას ამოუვიდა ყელში მაგის ზეწოლა. ყველას აშინებს, მაღაზიის მეპატრონეებს აშანტაჟებს და აქციაზე წამოსვლის უფლებას არ გვაძლევს, _ ასეთი სატელეფონო შეტყობინება მიიღო „გურია ნიუსმა“ მოსახლეობისგან.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად კობა ხაბალაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია:
“კარგით რა, რა სისულელეა, ახლა მეზობლის ბოსტანში ვიმყოფები და ხბოსთვის ბალახს ვაგროვებ. ყველას თავისი აზრი აქვს და სადაც უნდათ, იქ წავიდნენ.“