დაბა ურეკში პროექტ “ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვის“ ფარგლებში, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ნინო ძოწენიძე, ანრი ჯოხაძე, კახა კუხიანიძემ, ნოდიკო ტატიშვილი, ვერიკო ტურაშვილი და ნინი ბადურაშვილი. საღამო მსახიობ ლაშა რამიშვილს მიყავდა იყო.
ანრი ჯოხაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ როდესაც გურიაზე საუბრობს, ის ყოველთვის სუბიექტურია.
“გურია არის ჩემი ყველაზე საყვარელი კუთხე და ამ შემთხვევაში, ძალიან სუბიექტური ვარ. მთელი ბავშვობა გურიაში გავატარე. ვგიჟდები გურულებზე და ჩემგან სხვა კომენტარი არ იქნება".
ვერიკო ტურაშვილს ყველაზე მეტად აქტიური მაყურებელი მოეწონა.
“მაყურებელი და მსმენელი მონატრებული არის მსგავსს კონცერტებს. ძალიან კარგად და თბილად დაგვხვდნენ გურიაში. მინდა ვთქვა, რომ ისეთი კარგი პუბლიკა იყო, დიდხანს მინდოდა მემღერა მათთვის", _ თქვა ვერიკო ტურაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ურეკი-შეკვეთილის განვითარების მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს და ურეკი მალე თანამედროვე სტანდარტების კურორტი გახდება.
“ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა “ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა კურორტების პოპულარიზაციის მიზნით უკვე მე-3 წელია იმართება.
ღონისძიების თანაორგანიზატორია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“. კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.