ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში "მუსიკოსთა პარკში" სკულპტურები დააზიანეს. მაგალითად, უიტნი ჰიუსტონის სკულპტურას ხელი მოტეხეს. მსახიობი და მომღერალი ლაშა რამიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის, რაც მოხდა “მუსიკოსთა პარკში“, არის დასაგმობი.
“ეტყობა, არ იციან, ვინ იყო უიტნი ჰიუსტონი. ამისთვის აუცილებლად უნდა ნახონ მისი შემოქმედება ინტერნეტში და გაიგონ მის შესახებ. საერთოდ გაკეთებულის დანგრევა იოლია, აშენებაა ძნელი. ეს, რაც მოხდა “მუსიკოსთა პარკში“ არის ყოვლად მიუღებელი და იმედია, ამ ფაქტს შესაბამისი უწყებები გამოიძიებს“, _ გვითხრა ლაშა რამიშვილმა.
“ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც ახლა გავიგე თქვენგან. საშინელებაა, როგორ შეიძლება ეს გააკეთოს ადამიანმა“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მომღერალმა კახა კუხიანიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, "მუსიკოსთა პარკში" სკულპუტურების დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა გრძელდება.