ქართული ოცნების მზადების პარალელურად, ემზადება ხელისუფლებაც. ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მთელი შემადგენლობით, სამსახურში იმყოფება. როგორც გავიგეთ, ერთ საათში სპეციალური თათბირი გაიმართება, სადაც სოფლის რწმუნებულებს კიდევ ერთხელ მისცემენ გაფრთხილებას, რომ მათი სოფლებიდან აქციაზე, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანამდებობის დატოვება მოუწევთ. ამ თემაზე სოფლის რწმუნებულები ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ, პირად საუბრებში აღNიშნავენ, რომ მსგავსი დავალება მათ რამდენიმე დღეა, მისცეს. ჩოხატაურის ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს. გამგებლის მოადგილემ, გია გიორგაძემ ისიც კი არ გვითხრა, რას აკეთებს ადმინისტრაციულ შენობაში არასამუშაო დღეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved