როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, პოლიცია და “ნაციონალური მორაობის” აქტივისტები სოფელ-სოფელ დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ აქციაზე არ წავიდნენ. ჩვენი წყაროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იმყოფება სოფელი ბუკნარი, სადაც პოლიცია წუხელ ღამის შემდეგ მორიგეობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბუკნარიდან აქციაზე წასვლა რამდენიმე ასეულ ადამიანს უნდა და ამისთვის მიკროავტობუსებიც ჰყავთ მობილიზებული. ჩვენი გადამღები ამ დროისთვის სოფელ ბუკნარში იმყოფება. ინფორმაციას ბუკნარიდან რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved