ტოკიოში კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი „Telesar V“, რომელსაც ადამიანი მართავს. რობოტი ოპერატორის მოძრაობებს ზუსტად და სინქრონულად იმეორებს.
რობოტის მართვისთვის საჭიროა სპეციალური ჩაფხუტი, ჟილეტი და ხელთათმანები. ამ აღჭურვილობაზე მიმაგრებული სენსორები ადამიანის ქმედებას აფიქსირებს და რობოტს ანალოგიურ მოძრაობებს აკეთებინებს.
იაპონიაში გავრცელებულია რობოტები, რომლებიც ოპერატორის მოძრაობების იმეორებენ. „Telesar V“-ს შემქმნელებმა ამ შესაძლებლობებს ტემპერატურის შეგრძნების უნარიც დაუმატეს. რობოტის სენსორები ხმას და ვიდეოს გადასცემენ ოპერატორის ჩაფხუტზე, ხელთათმანებში ჩამონტაჟებული გადამცემებით კი, ადამიანი იმ საგნის ზედაპირს გრძნობს, რომელსაც რობოტი ეხება. ამგვარად, ანდროიდის სენსპორები ოპერატორის გრძნობითი ორგანოების როლს ასრულებს.
კეიოს უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ რობოტი-ავატარი უახლოეს მომავალში სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში შეიძლება გამოიყენონ, სადაც ადამიანის მოქმედებაა საჭირო. ასეთი შეიძლება იყოს, ავარიის თუ კატასტროფის შემდგომი სამუშაოები და სამხედრო ღონისძიებები.