ალბათ, ბევრმა არ იცის, რომელი ალკოჰოლური სასმელი უნდა დალიოს და რა რაოდენობით, რომ ძალები აღიდგინოს და დაღლილობაც მოიხსნას.
თუ ალკოჰოლის დალევა საღამოს გადაწყვიტეთ, მაშინ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ:
ამ დროს ღვინოს აშკარა უპირატესობა აქვს, რადგან ის ალკოჰოლს შედარებით ნაკლები რაოდენობით შეიცავს და მისით თრობა გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება. მაგრამ, თუ დიაბეტი გაწუხებთ, საღამოს ღვინის დალევა კატეგორიულად გეკრძალებათ;
არაყს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ის ალკოჰოლის წყალხსნარია და ეიფორიიდან სიმთვრალეში გადასვლის ძალიან მცირე პერიოდი აქვს.
ლუდში შემავალი მცირე ალკოჰოლი და ამინომჟავები ფსიქოლოგიურ ბარიერს ხსნის, მაგრამ, დიდი რაოდენობით ლუდის დალევა დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ნიშნავს, რაც შარდის ბუშტზე ცუდად მოქმედებს და ღამის საათებში აუცილებლად შეგაწუხებთ.
დაძინებამდე, დაახლოებით, ორი საათით ადრე კარგია, ერთი სირჩა კონიაკის გადაკვრა. ის მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და, ასევე, ადვილად ხსნის დაღლილობას.