ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ჩქუნის დასახლებაში, სოფელ ტაბანათის ნაწილში, გრიგოლეთი-ახალსოფლის ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ და ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ განხორციელდა ამერიკული თეთრი პეპელას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები.
აღნიშნულ სოფლებში, სადაც მრავალწლიან ნარგავებზე შეინიშნებოდა თეთრი პეპლების მეორე თაობის მატლების ძლიერი კერები, შეწამვლითი ღონოსძიებების ჩატარება მიმდინარეობდა უნივერსალური შემასხურებელი "დუნაფოგის" (თერმული ნისლი) და "სკაუტის" (მიზანმიმართული შეწამვლა) ტიპის აგრეგატებით.