ინდოეთში ტურისტად მყოფ ქალებს მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმა და საღამოს ქუჩაში მარტო სიარული ეკრძალებათ. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ინდოეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ადვილია, რომ მათ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით არ ჩაიცვან ქვედაბოლოები, საღამოს მარტომ არ იარონ ქუჩებში და მგზავრობამდე ავტომობილთან, რომელშიც ჯდებიან გადაიღონ ფოტო, ისე რომ სანომრე ნიშნები ჩანდეს, ხოლო ჩაჯდომის შემდეგ სურათი მეგობარს გაუგზავნონ,"_აცხადებს ტურიზმის მინისტრი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთის კულტურა განსხვავდება დასავლეთის კულტურისგან, რის გამოც, ინდოეთში მყოფმა ტურისტმა ქალებმა მოკლე კაბები და ქვედაბოლოები არ უნდა ჩაიცვან.
ინდოეთის ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, ძირითადად სოფლებში, ყოველდღე 92 ქალს აუპატიურებენ.