იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 1 კვირის შემდეგ მაშველები სამძებრო სამუშაოებს ისევ აგრძელებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მატეო რენზის თქმით, ის მიწისძვრისგან დამცავ გეგმას წარადგენს.
მისივე თქმით, ქვეყანას მენტალიტეტის შეცვლა სჭირდება, მაგრამ მენტალიტეტის შეცვლა დაგვიანებულია მათთვის, ვინც სიცოცხლე დაკარგა ან უსახლკაროდ დარჩა.
ამავე თემაზე:
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა
იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს