აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოემართებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ წვრთნებში „მებრძოლი სული 2016", რომლის მიზანიც მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.
ინფორმაციას, რომელსაც ფოტომასალაც ერთვის, ფეისბუქგვერდზე ავრცელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.