გურიის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაულს ,,ასკანობა 2016“ ზეიმობდა.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე ესწრებოდნენ. მათ ასკანელებს სიტყვით მიმართეს და ისევ იმ პრობლემების ასრულებას შეჰპირდნენ, სამი წლის წინ რომ ჰპირდებოდნენ _ ასკანელებს წლებია მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, უგზოობა აწუხებთ.
დღესასწაულზე გაიმართა დოღი, მოეწყო მინი-ფეხბურთი, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით. საღამო დაასრულეს ,,თეატრალურის კვარტეტმა“ და ბექა ჩხაიძემ.
სახალხო დღესასწაულს ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა.
ღონისძიებაზე მოსახლეობის სიმცირე შეინიშნებოდა, როგორც აქ მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ განუცხადეს, მათი პროტესტი სოფელში უგზოობის პრობლემას შეეხებოდა.