ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქციაზე წასვლის მსურველებს, კოალიციის მიერ, ამ დღისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსები მოემსახურებათ. როგორც ჩვენთან საუბარში კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა, ვახტანგ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, სოფლებიდან აქციაზე წასვლის მსურველთა სია ორი დღის განმავლობაში ივსებოდა.
-რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა სოფლებიდან აქციაზე წასვლის მსურველები, ამიტომ, ორი დღის განმავლობაში, დადგინდა აქციაზე წასვლის მსურველთა სია. ამის მიხედვით, დავიქირავეთ სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ხალხს მოემსახურება. თუ დაგვჭირდა, სამარშრუტო ტაქსების დამატება, არც ამის პრობლემა არ იქნება, _ გვითხრა გაჩეჩილაძემ.