ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან "თბილისის სატრანსპორტო“ კომპანიისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის .
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.