იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოებას იწყებს,რაც ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს. მასში თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ.
ახალი ფუნქციის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, რომელიც ბიზნესსუბიექტების ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციას აერთიანებს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) სულ მალე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარებიან ის ბიზნესსუბიექტები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეულიპროდუქტების, ვეტერინალური პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, „შრომითი მიგრაციის შესახებ"კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან შრომით მოწყობაში დახმარებასთან, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულისაზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ხორციელდება. სხვა საქმიანობების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და სავალდებულო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ბიზნესსუბიექტებს საშუალებას მისცემს, პოტენციურმა მომხმარებლებმა, ბიზნესპარტნიორებმა თუ ინვესტორებმა მარტივად და მოსახერხებელი ფორმით მიიღონ ინფორმაცია ბიზნესისპროფილის, მომსახურებების და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ავტორიზებულ პირებთანაა შესაძლებელი.