როგორც "პირველი რადიო" იუწყება, ცოტა ხნის წინ ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მკვლელობა მოხდა.
დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. აღნიშნული მედიასაშუალება კადრების ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს. როგორც ცნობილი ხდება, ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს.