საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ველოსიპედიდან გადმოვარდნილ შუახნის მამაკაცს დაეხმარნენ.
აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსახურის უფროსი ანა გოჩაშვილი ინფორმაციას ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"პრემიერი, ვიცე-პრემიერი, გუბერნატორი და ჟურნალისტი – ყველა ერთად ველოსიპედისტი ბაბუს დასახმარებლად! სიკეთე გადამდებია", _ წერს გოჩაშვილი და განმარტავს, რომ "ბაბუ ველოსიპედიდან გადმოვარდა, საბედნიეროდ კარგადაა".