დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა საკუთარ ქალაქში დაბრუნდა.
ჩემპიონს ადგილობრივი მოსახლეობა, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც მიულოცეს.