კალიფორნიის ქალაქ პეტალუმში დასახელდა ”მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული. წლევანდელი ლაურეატი გახდა 4 წლის გოშია ”უალი” პატარა ამერიკულ ქალაქ ჩიკოდან _ ბიგლის, ბოქსიორის და ბასეტ-ჰაუნდის ნაჯვარი.
ჟიურის აღიარებით, დამსწრეები ყველაზე მეტად ”მოიხიბლნენ” გამარჯვებულის _ დიდთავა და მოკლეფეხებიანი ძაღლის ბაჯბაჯა სიარულით. კონკურსზე, რომელიც 25-ედ ტარდებოდა, უალიმ გაუსწრო 29 კონკურენტს.
”ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქის უალი კონსტრუქტორივით სხვადასხვა ძაღლების პატარ-პატარა ნაჭრებისაგან ყოფილიყოს აწყობილი ”, _ თქვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
გამარჯვებულის პატრონი, ტამი ბარბი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი ოთხფეხა მეგობრის უცნაური აღნაგობის ასეთი საგანგებო აღნიშვნისა, მას მთელი გულით უყვარს თავისი ძაღლი.
პრიზის სახით გამარჯვებულმა და მისმა პატრონმა მიიღეს 1,5 ათასი დოლარი, მთელი წლის საკვების მარაგი და მიწვევა მრავალ სატელევიზიო შოუზე.