მუდმივი ემოციური დაძაბულობა.
თანამედროვე ქალების ცხოვრება სავსეა სტრესებით და მათი გადატანა ისე, რომ არ შეეწიროს ჯანმრთელობა და სილამაზე, ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტუაცია. სტრესის გვერდის ავლა ძალიან ძნელია, სამაგიეროდ მისი იოლად გადატანა შესაძლებელია სწორად შერჩეული ბიოკომპლექსებით.
არასწორი და გადაჭარბებული კვება
ჭამასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ყოველი მეორე ადამიანი უჩივის. არარეგულარული კვება, მაღალკალორიული საკვები, ფასთფუდები და ნახევარფაბრიკატები, ცხიმიანი საკვები და ამავე დროს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა. ასეთია, დაახლოებით, თანამედროვე ადამიანის კვების რეჟიმი, რასაც ზედმეტ წონასთან მივყავართ, ფუჭდება სახის კანი, თმის ხარისხი. აუცილებელია ჭამის რეჟიმის დარეგულირება. ძალიან მკაცრი დიეტებიც ვნებს ადამიანის ორგანიზმს.
ნაკლები მოძრაობა ან ჰიპოდინამია
ჩვენი სხეული გათვლილია ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე, მაგრამ ამისათვის დროის გამონახვა გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში, რთულია. როგორც ამტკიცებენ ექიმები, ფიზიოლოგიური მოთხოვნა ვარჯიშზე ადამიანის ორგანიზმში არსებობს და ის უნდა დაკმაყოფილდეს. თუ კუნთები არ მუშაობს, ისინი დროთა განმავლობაში დუნდება და მდგომარეობიდან გამოდიან. ოპტიმალური მოძრაობა – აუცილებელი პირობაა ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
მავნე ჩვევები: ალკოჰოლი და სიგარეტი
მოწევის საფრთხის შესახებ ძალიან ბევრი რამ დაწერილა. სიგარეტის კვამლი არა მარტო ორგანიზმს აზიანებს, არამედ სახის კანის ფერსაც ცვლის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნიკოტინი იწვევს ნაადრევ დაბერებას და ნაოჭებს. ასევე, ქალების ჯანმრთელობის მტერია ალკოჰოლი, რომელიც სახის კანის ფერს ვნებს და ხელს უწყობს წონის მატებას.
არასწორი დღის რეჟიმი და დაქვეითებული იმუნიტეტი
დღის რეჟიმი და ჯანმრთელი ძილი, ქალებს ბევრი წლის განმავლობაში უხანგრძლივებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს. არ შეიძლება დაირღვეს დღე-ღამის რეჟიმი, არ უნდა ავრიოთ დღე ღამეში.