საერთაშორისო კვლევების ორგანიზაციამ JPM, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, 18-27 აგვისტოს კვლევა ჩაატარა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგი აისახა.
მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 58% გეგმავს.
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
"ქართული ოცნება" _ 32%
"ნაციონალური მოძრაობა" _ 16%
"თავისუფალი დემოკრატები" _ 4%
"ლეიბორისტული პარტია" _ 4%
"სახელმწიფო ხალხისთვის" _ 3%
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაბა" _ 2%
"პატრიოტთა ალიანსი" _ 2%
არ ვიცი /უარი პასუხზე _ 34%
სხვა პარტიები _ 4%
კვლევის პროცესში სულ 1200 ადამიანი გამოიკითხა.
ცდომილება _ 2,8%.