ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 4 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმება შედგა და "ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით" ყალბია:
_ წარმოდგენილი დოკუმენტი რათქმაუნდა ყალბია, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ხალვაშმა.
ამავე თემაზე იხილეთ: სკანდალური დოკუმენტი და ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი: "იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს"