შიგნით გუნდიდან ვიცი, რომ 2013 წლის გაზაფხულზე "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციას გეგმავდა, _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გურიაში შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციას რამდენჯერმე გეგმავდა. მათ შორის 2013 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზეც.
"ახლა აქვთ ბოლო გაბრძოლება. ახლაც რევოლუციაზე თვლიან. რამეთუ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით საზოგადოება მათ არ მოუშვებთ ხელისუფლებაში. ეს ხიფათიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკმაოდ დიდია ხიფათი. არჩევნების პროცესის აყირავება – ერთადერთი გეგმა რაც აქვთ მათ", _ განაცხადა ივანიშვილმა.