საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან?
ამის შესახებ ივანიშვილმა გურიაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ "ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ.
"ქართული ოცნება" კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს მართვაში, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად წამოსვლის დროს დავტოვე, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ, აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის რისთვისაც ვიღწვი მე, რომ შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება?" _ განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხევდრა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
ამავე თემაზე:
„რას გვპირდებიან რომ აღარ გააუპატიურებენ?“ – ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს