არიზონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დიეტოლოგიის სფეროში ჩაატარეს გამოკვლევა, წვრილად და პატარა ნაჭრებად დაჭრილი პროდუქტები ხელს უწყობს გახდომას.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი მოხალისეების დახმარებით ჩაატარეს. ნახევარ მათგანს მთლიანი ფუნთუშა შესთავაზეს, ხოლო მეორე ნახევარს, იგივე პროდუქტი ოთხ ნაწილად გაყოფილი. ამის შემდეგ, ყველა მონაწილეს ფუნთუშა დაუჭრელად შესთავაზეს.
აღმოჩნდა, რომ მათ ვინც პროდუქტი, წინა ექსპერიმენტიდან მთლიანი შეთავაზებით მიიღეს, უფრო მშივრები იყვნენ, ვიდრე ისინი ვინც ფუნთუშა 4-ად დანაწევრებული მიიღო.
ეს აიხსნება ვიზუალური მოტყუების ეფექტით. პატარა ნაჭრებად დაჭრილ საჭმელს ადამიანის ტვინი აღიქვამს, როგორც დიდ პორციას, და ამიტომ მაძღრობის გრძნობა უფრო მალე დგება. ასე, რომ გადაძღომის რისკი ნაკლებია და თქვენ უფრო მალე გახდებით.