ცოტა ხნის წინ გამოცემა „Daily Mail“-ის ფურცლებზე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის ხასიათსა და მირთმეულ ღვინოს ეხება.
ის, ვინც წითელ ღვინოს სვამს, სხვებზე მდიდარი, სხვებზე განათლებული და ბედნიერია. ვისაც უყვარს თეთრი ღვინო – უფრო პრაქტიკულია, ხოლო ვინც ვარდისფერ ღვინოს მიირთმევს – ჩემპიონია სოციალურ ქსელებში აქტიურობით“ – ირწმუნებიან ადამიანის ხასიათის ღვინის სიყვარულთან დაკავშირების მომხრეები.
მეცნიერები აცხადებენ: „წითელი ღვინით გატაცებულთა ნახევარზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება, წელიწადში გამოიმუშავებს 40-45 ათას ფუნტ სტერლინგს და ესწრაფვის კარიერულ წინსვლას. მათი უმეტესობა დაქორწინებულია და 86% კმაყოფილია ცხოვრებით.
თეთრი ღვინის მოყვარულთა უმეტესობა არ არის ქორწინებაში, მათი 85% კმაყოფილია უქორწინებლობით.
წითელი ღვინის მოყვარულთა მესამედი წელიწადში სამჯერ საზღვარგარეთ მიდის შვებულებით და წელიწადში რამდენჯერმე უქმე დღეებში მოგზაურობს დიდი ბრიტანეთის შიგნით, მაშინ, როდესაც თეთრი ღვინის მოყვარულები უფრო ხშირად შვებულებას ატარებენ საკუთარ ქვეყანაში.
წითელი ღვინის მოყვარულნი საკუთარ თავს თვლიან თავდაჯერებულად, უკომპლექსოდ, ძლიერებად და ჭკვიანებად. თეთრი ღვინის მოყვარული საკუთარ თავს აფასებს როგორც პრაქტიკულს, მოსაზრებულს, მოკრძალებულს, მშვიდსა და თავშეკავებულს. ვარდისფერი ღვინის მოყვარულები არიან ხმაურიანები, მეგობრულები და მომხიბლავნი. გარდა ამისა, ვარდისფერი ღვინის მომხმარებლები სხვებზე ხშირად სტუმრობენ „Facebook"-ს, მაშინ, როდესაც წითელი ღვინის მოყვარულნი ვირტუალურ ურთიერთობებს რეალურ მეგობრებს ამჯობინებენ.