ქუთაისის სასამართლოში 22 წლის დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებული დავით ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო ნაცვლიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიან წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ბრალდებულის უფლებადამცველი ნაცვლიშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლო დარბაზიდან მის გათავისუფლებას ითხოვს. ნაცვლიშვილს გამოძიება 372-ე მუხლით ედავება, რაც ადამიანის ცემას გულისხმობს.
ჩვენ, დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ არსებობს არც რაიმე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძვლები, მაგრამ ალტერნატივის სახით აუცილებლად ვიშუამდგომლებთ, რომ მას შეეფარდოს გირაო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასამართლეობის არმქონეა და არასოდეს არ ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, _ ამბობს ადვოკატი.