”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.
სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს ხვდებოდა, რა დროსაც შეკრებილებს ახალგაზრდების ჯგუფი მიუახლოვდა და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეძახილებით ”ორგანოებით მოვაჭრე” მიმართეს.
ინციდენტი სანდრა რულოვსის მხარდამჭერებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაჟინებული მოთხოვნით ახალგაზრდებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებენ.
„ეს მოხდა ხელისუფლების დაკვეთით, ამიტომ ეს ხელისუფლება ოქტომბერში დასრულდება“, _ ამბობენ ისინი.