რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში. როგორც ცნობილია დამნაშავე "კალაშნიკოვით" ისროდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი დაშავდა, თუმცა ერთ-ერთი დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ის პროფილაქტიკის თანამშრომელია და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მათივე ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა განუცხადა, რომ არ ეცალა და დაცდა და რიგის დაკავება თხოვა.