ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. აღნიშნული პირი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა "ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს" მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.