ქალაქ ოზურგეთში პროექტი ‘’Check in Georgia’’ სუხიშვილებისა და დათო ევგენიძის კონცერტით დაიხურება.
8 სექტემბერს 19 საათზე ქალაქ ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.
კონცერტის პირველ ნაწილში დათო ევგენიძე და მისი ბენდი დაუკრავს.
მეორე ნაწილი ქართულ ნაციონალურ ბალეტს ‘’სუხიშვილები’’ დაეთმობა.
დასწრება თავისუფალია. (R)