ცოტა ხნის წინ აშშ-ის ქალაქ სან–დიეგოში ამოქმედდა ტელეარხი ძაღლებისათვის. ძაღლის პატრონებს ეს სიამოვნება 5 დოლარი უჯდებათ თვეში. სამაგიეროდ, ოთხფეხა მეგობარი მარტოსულად არ გრძნობს თავს, როცა პატრონი არ ჰყავს შინ.
ტელეპროგრამა გათვლილია ყველა ასაკის ძაღლზე.
ნერვიული და შფოთიანი ძაღლებისათვის პროგრამა დამაწყნარებელია, თამაშის მოყვარულთათვის – მხიარული და ხალისიანი, ჭკვიანებისათვის – განმავითარებელი: სამყაროსა და ადამიანებზე.
ტელეარხის მესვეურები პროგრამების ხშირი განახლების დაპირებას იძლევიან. გადაცემები მომზადდება ძაღლების ქცევის სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე და მათი ფერთა მიმართ მგრძნობელობის გათვალისწინებით.