მეორე კოლონას კი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი და პოლიტიკოსი ეკა ბესელია მოუძღვებიან წინ.
ეკა ბესელია: “დღეს, გურიაში, შთამბეჭდავი შეხვედრა შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას პრობლემა შეექმნა, მათ აქციაზე არ უშვებდნენ, ყველაფერი მოგვარდება. ჩვენი აქტივისტები უკვე ადგილზე არიან და არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ ადამიანები შეაფერხონ”.