მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში–საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4–პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას,"–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.