ოზურგეთში 15 წლის გოგონას გაუჩინარების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გამოიკითხნენ 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები.
"ორი დღის წინ გამოიკითხნენ გოგონას ოჯახის წევრები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და ელოდება 4 დღის გასვლას. თუ ამ დროის განმავლობაში არ გამოჩნდა გოგონა, შეიქმნება უგზოუკვლოდ დაკარგულის საქმე, _ გვითხრეს შსს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 15 წლის თ. ქ. 3 სექტემბერს, შაბათს, დილით სახლიდან წავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა. გოგონას ბებიამ ამის შესახებ ოზურგეთის პოლიციაში განაცხადა. ის ამბობს, რომ პოლიციაში დახმარება აღუთქვეს, ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით, გოგონას ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. როგორც ქალბატონი ამბობს, გოგონა აქამდე მამასთან თუ ჩავიდოდა ბათუმში, ორიოდე დღით და ამის შესახებ ყოველთვის იცოდა.
გაუჩინარებული გოგონა მუსიკალური ნიჭითაა გამორჩეული. ის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის გოგონათა გუნდის წევრია, რომელიც ამ დღეებში სახალხო შოუს "ნიჭიერის" შესარჩევ ტურში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ამბობდა, რომ თბილისში უნდა წასულიყო.
ამავე თემაზე: