სოფელ ვანზობლეთის ხიდთან, საიდანაც რამდენიმე ათეული ადამიანი მოდის, რომლებიც თანასოფლელებს ელოდებიან, “გურია ნიუსმა” სოფლის გამგებელი როსტომ ხუხუნაშვილი და ამავე სოფლის მაჟორიტარი, თემურ ხუხუნაშვილი შენიშნა.
ჩვენს კითხვაზე, უერთდებიან თუ არა ისინი “ქართულ ოცნებას”, პასუხი არ გაგვცეს.
არც იმაზე გვიპასუხეს, თუ რატომ აძლევდნენ სიგნალებს მანქანებს.
აქვე ახლოს, კოლონასთან მობილიზებულები არიან შავი ფერის ჯიპები, რომლებშიც პოლიციელები სხედან და ვიდეოგადაღებასაც აწარმოებენ.