პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის 3 კანდიდატის დასამტკიცებლად დღეს პარლამენტი ვერ შეიკრიბა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების კენჭისყრა იყო დაგეგმილი, კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა.
„ის რომ უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება პარლამენტში, მეტყველებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების – უმცირესობის და უმრავლესობის დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ასევე, საკუთარი მოვალეობებისა და საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სამართლიანი მართმსაჯულების განხორციელებას ელიან", _ განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელიც დღეს ქუთაისში მოსამართლეობის კანდიდატებთან ერთად ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილის და ლევან ბოძაშვილის კანდიდატურები შესთავაზა.