ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი გახდა ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3060 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3030 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5938 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5722 ლარს შეადგენდა.