ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტონტელბერგის განცხადებით, ის ვერ დაასახელებს კონკრეტულ ვადებს, როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი, ან მიიღოს ნატო-ს წევრობისთვის მიწვევა.
აღნიშნულის შესახებ სტონტელბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ამ მიზნიდან გამომდინარე ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას. მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს დამსახურებაზე, მიღწევებზე, პროგრესზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს უკვე ვიხილეთ რეფორმები, პროგრესი – ინსტიტუციურ, საარჩევნო, პრესის თავისუფლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების სახით. რეფორმები არა მხოლოდ ნატო-სთან აახლოებს საქართველოს, არამედ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", _ აღნიშნა სტონტელბერგმა.